დეველოპერული პროექტების კონკურსი

„ალიანს ჯგუფი ფროფერთი“ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის დეველოპერული პროექტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, უძრავი ქონების სფეროში საქმიანობით და დეველოპერულ პროექტებზე მუშაობით დაინტერესებული სტუდენტები ჩაერთონ უძრავ ქონებებთან დაკავშირებულ პროექტებში და მიიღონ გამოცდილება როგორც პროექტების შედგენაში, ასევე მართვაში, გამოიმუშავონ საკომისიო შემოსავალი და მიიღონ დასაქმების შესაძლებლობა უძრავი ქონების მართვის და კონსალტინგის წამყვან კომპანიაში.

 

პროექტის შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს 4 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააცნეს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის და კურსის სტუდენტს, რომელიც შეავსებს სარეგისტრაციო ფორმას.

 

კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებისგან შემდგარ ჯგუფებს ევალებათ „ალიანს ჯგუფი ფროფერთის“ სხვადასხვა ქონებებზე დეველოპერული პროექტების მომზადება. თითოეული მონაწილე გუნდის ამოცანაა, მოამზადოს პროექტის ალტერნატიული განვითარების კონცეფცია.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გაიარეთ რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ფორმა

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულს: AGP_contest_2014.pdf

შესვლა

ელ-ფოსტა

პაროლი




დაგავიწყდათ პაროლი?